დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

„წლის ბოლომდე გაყიდვების, დაახლოებით, 15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი“ – „ოჯახური“

„წლის ბოლომდე გაყიდვების, დაახლოებით, 15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი“ – „ოჯახური“

საქართველოში ადგილობრივი სუნელების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ გაყიდვების ზრდას აფიქსირებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას კვლავაც ინარჩუნებს.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე ნეფარიძე BM.GE-სთან განმარტავს, წლის ბოლომდე დაახლოებით 15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

„ჩვენი ყოველდღიური მიზანია, მომხმარებლამდე მივიტანოთ სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი. მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე თანმიმდევრულად იზრდება გამოწვევებს კი აქტიურად ვუმკლავდებით“, - აღნიშნავს ნეფარიძე.

მისივე თქმით, კომპანიის ზრდასთან ერთად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც, რაც ნიშნავს, რომ „ოჯახური“ უფრო მეტ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას.

„მუდმივად ვფართოვდებით როგორც პროდუქციის, ისე ადამიანური რესურსის მიმართულებით და ამჟამადაც გვაქვს ღია ვაკანსიები. ჯამში ამ დროისათვის 65 ადამიანს ვასაქმებთ.

რაც შეეხება სიახლეებს, რამდენიმე ახალი პროდუქტი დავამატეთ – ჰალაპენიო (დაღერღილი), პაპრიკა (გამომშრალი) და სტაფილო (გამომშრალი). სამივე პროდუქტი უნიკალურია და მისი ანალოგი ქსელურ მარკეტებში არ არსებობს. ახლა მარკეტებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და დახლებზეც მალე გამოჩნდება“, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

„ოჯახურში“ ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების გეოგრაფიის მიხედვით, თბილისი ლიდერობს, თუმცა რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე აჭარამ ზრდა აჩვენა.

სალომე ნეფარიძის ინფორმაციით, კომპანიის სტრატეგია მოიცავს როგორც პროდუქტების, ასევე პარტნიორული ქსელის გაფართოებას. ბოლო პერიოდში „ოჯახურის“ პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია ტოპ ტრადიციული ტიპის მარკეტებში, სუპერმარკეტებში, ხილ-ბოსტნეულის და ხორცის ობიექტებში. ასევე, მნიშვნელოვანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა „სოკარის“ ქსელთან, სადაც „ოჯახურის“ ბრენდის უმაღლესი ხარისხის მდოგვი ჰოთ-დოგში გამოიყენება.

„სანელებლების ბაზარი სულ უფრო დინამიკური ხდება და ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ამ პროცესების ავანგარდში - მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს, უფრო ჯანსაღი არჩევანით და ინოვაციური მიდგომებით“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

arrow