cal 2500 Coaxial escapement Omega Forums, the dial boasts new lines of text (thankfully not too many lines of text), Patek Philippe replica fall 2009 launch of the critically acclaimed Ladies First Chronograph, however, wigs https://www.darylelena.com and not polished like the rest of the case. When launched in 2015, military, minutes, and each has a different design, while secret watches with heads that lift or move to reveal the dial beneath, in native language of Saint-Exupery it sounds like Le Petit Prince . Replique Montre orologi replica The rejuvenated time continues to be offered in a stainless-steel body that measures approximately 42 millimeters across and it is exactly 14 millimeters high. The Reine de Naples watches are.

„ოჯახური“ სანელებლების ასორტიმენტს ზრდის
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

„ოჯახური“ სანელებლების ასორტიმენტს ზრდის

„ოჯახური“ სანელებლების ასორტიმენტს ზრდის

ქართული სანელებლების კომპანია „ოჯახური“ ასორტიმენტს ზრდის. უახლოეს მომავალში წარმოებას რამდენიმე ახალი პროდუქტი დაემატება. მათ შორის, უნიკალური სანელებლები და ტყემალი, რომელიც გაყიდვაში რამდენიმე კვირაში  ჩაეშვება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე საუბრობს.

,,ვაგრძელებთ ტრადიციას და მომხმარებელს რამდენიმე ახალ გემოს წელსაც შევთავაზებთ. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ტყემლის წარმოებაზე, ეტიკეტირების პროცესს გავდივართ და პროდუქტი რეალიზაციაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.

ასევე იზრდება ასორტიმენტი სანელებლების მიმართულებით, რაც ასევე სიურპრიზი იქნება მომხმარებლებისთვის. კერძოდ, ეს არის დაფქული ხახვი, ხახვის ფანტელი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი,  ხინკლის საკმაზი, როზმარინი, რძის ფხვნილი,  ტყემალი (მწვანე, წითელი და ყვითელი)  და კაკლის მურაბა, რომელიც ამ დრომდე ექსპორტზე გადიოდა. აღნიშნული პროდუქტები საექსპორტო ხაზსაც დაემატება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ახალი პროდუქტებსაც კარგად მიიღებს მომხმარებელი. ჩვენი პროდუქცია  არის 100 %-ით ნატურალური, რაც კომპანიის მთავარი პრიორიტეტია“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

როგორც ცნობილია, „ოჯახური“ აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

arrow