დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

წესები და პირობები

წესები და პირობები

divider

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს www.ojakhuri.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს. დოკუმენტი მოიცავს საიტის ფუნქციონირების, მომხმარებლის პასუხისმგებლობის, კონფიდენციალურობისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებს. ვებგვერდზე რეგისტრაციის ან მისით სარგებლობისას, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ამ პირობებს და თანხმობას აცხადებს მათ სამართლებრივ ძალაზე.


1. რეგისტრაცია

პროდუქციის შეძენისთვის აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაცია, რომლისთვისაც საჭიროა შემდეგი ინფორმაციის შეყვანა:

  • სახელი

  • გვარი

  • მისამართი

  • ტელეფონის ნომერი

  • პირადი ნომერი

რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელზეც შესაძლებელია თანხის დარიცხვა ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათიდან.

მომხმარებლის ვალდებულებები:

  • უზრუნველყოს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება და არ გაავრცელოს პაროლი მესამე პირზე;

  • არ გამოიყენოს სხვა მომხმარებლის ანგარიში;

  • არ მოახდინოს ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს ვებსაიტის ფუნქციონირებას;

  • უზრუნველყოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე.


2. პროდუქციის შეძენა და ანგარიშსწორება

  • შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ.

  • ვებგვერდი იღებს შეკვეთებს 24/7 რეჟიმში.

  • ონლაინ გადახდები სრულდება დაცული სისტემის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას.

  • შეკვეთის დადასტურების შემდეგ ცვლილება ან გაუქმება მხოლოდ პროდუქტის გაგზავნამდეა შესაძლებელი.


3. მიწოდების პირობები

მიწოდების საფასური:

  • თბილისი — 7 ლარი

  • თბილისის შემოგარენი — 9 ლარი

  • რეგიონები — 9 ლარი (ფასი შესაძლოა გაიზარდოს ამანათისა და პროდუქციის წონის მიხედვით)

მიწოდების ვადები:

  • თბილისში — მეორე სამუშაო დღეს

  • რეგიონებში — 3–4 სამუშაო დღეში

მომხმარებელი ვალდებულია მიწოდების მისამართის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს კომპანიას.


4. კონფიდენციალურობა

  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე და მასზე წვდომა აქვს მხოლოდ კომპანიის პერსონალს.

  • კომპანია არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია (მაგ. საკურიერო კომპანიასთან) ან კანონით გათვალისწინებულია.


5. პროდუქტის დაბრუნება და შეცვლა

  • პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია შეძენიდან 14 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ პროდუქტი არ არის გახსნილი ან დაზიანებული.

  • იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი განსხვავდება ვებსაიტზე მითითებული აღწერილობისგან, დაზიანებულია ან აქვს ხარვეზი, კომპანია უზრუნველყოფს მის დაბრუნებას საკუთარი ხარჯით.

  • სხვა შემთხვევებში, პროდუქტის დაბრუნების პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.


6. ფასებისა და აქციების პოლიტიკა

  • კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს პროდუქტის ფასი ან შეწყვიტოს აქცია წინასწარი შეტყობინების გარეშე.

  • ფასების ცვლილება არ ვრცელდება უკვე დადასტურებულ შეკვეთებზე.


7. მომხმარებლის პასუხისმგებლობა

  • მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია;

  • არ გამოიყენოს საიტი უკანონო ან თაღლითური მიზნებისთვის;

  • დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ვებსაიტით სარგებლობისას.


8. წესების ცვლილება და სამართლებრივი საკითხები

  • კომპანია უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წინამდებარე წესები.

  • ყველა სადავო საკითხი განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კონტაქტი
arrow