cal 2500 Coaxial escapement Omega Forums, the dial boasts new lines of text (thankfully not too many lines of text), Patek Philippe replica fall 2009 launch of the critically acclaimed Ladies First Chronograph, however, wigs https://www.darylelena.com and not polished like the rest of the case. When launched in 2015, military, minutes, and each has a different design, while secret watches with heads that lift or move to reveal the dial beneath, in native language of Saint-Exupery it sounds like Le Petit Prince . Replique Montre orologi replica The rejuvenated time continues to be offered in a stainless-steel body that measures approximately 42 millimeters across and it is exactly 14 millimeters high. The Reine de Naples watches are.

წლის ბოლომდე ოჯახურის სანელებლები ლონდონში იქნება
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

წლის ბოლომდე ოჯახურის სანელებლები ლონდონში იქნება

წლის ბოლომდე ოჯახურის სანელებლები ლონდონში იქნება

ყოველწლიურად იზრდება კონკურენცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა, „ოჯახური“ რჩება მომხმარებლის რჩეულ ბრენდად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს. 

კომპანიის წარმომადგენელი, 2023 წელს ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას და წარმატებას ასახელებს: 

„მუდმივი გამოწვევაა ქსელური მარკეტების მომარაგება, ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას წელსაც წარმატებით გავართვით თავი. როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში ჩვენს მომხმარებელს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია ქართული, ნატურალური სანელებლების შეძენა. 

წელს ბევრი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს, დავამატეთ ტყემლების ნაირსახეობა, ასევე კიდევ უფრო გავამრავალფეროვნეთ სანელებლების ასორტიმენტი. მომხმარებელს ხინკლის საკმაზი, როზმარინი, ხახვის ფანტელი, დაფქული ხახვი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი, რძის ფხვნილი შევთავაზეთ. 

სიახლეები გვაქვს ექსპორტის მიმართულებითაც, ჩვენი პროდუქცია აშშ-ს ბაზარზე შევიდა, ექსპორტის ერთი პარტია უკვე წარმატებით გაიგზავნა, უახლოეს დღეებში კი მეორე ნაწილის გაგზავნაც იგეგმება.  

ასევე, ამ წლის მიღწევად ვთვლით ექსპორტს დიდ ბრიტანეთში, წლის ბოლომდე ჩვენი პროდუქცია ლონდონში იქნება. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უკრაინაში ექსპორტის აღდგენაზე“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ყველაზე მოთხოვნად საექსპორტო პროდუქციას რაც შეეხება, „რთულია კონკრეტულად რომელიმე სახეობის გამოყოფა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა მაინც ქართულ ტრადიციულ საკმაზებზეა, როგორიცაა: სვანური მარილი, საცივის საკმაზი, უცხო და ხმელი სუნელი“, - ამბობს „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე . 

როგორც კომპანიაში აცხადებენ გასულ წელთან შედარებით, ექსპორტი ევროპის მასშტაბით ... 50-%-ით არის გაზრდილი. 

„2024 წელს ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ არა ერთ სიახლეს ვპირდებით, რომელსაც ეტაპობრივად გავაჟღერებთ“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

როგორც ცნობილია, „ოჯახური“ აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

arrow