cal 2500 Coaxial escapement Omega Forums, the dial boasts new lines of text (thankfully not too many lines of text), Patek Philippe replica fall 2009 launch of the critically acclaimed Ladies First Chronograph, however, wigs https://www.darylelena.com and not polished like the rest of the case. When launched in 2015, military, minutes, and each has a different design, while secret watches with heads that lift or move to reveal the dial beneath, in native language of Saint-Exupery it sounds like Le Petit Prince . Replique Montre orologi replica The rejuvenated time continues to be offered in a stainless-steel body that measures approximately 42 millimeters across and it is exactly 14 millimeters high. The Reine de Naples watches are.

ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი - „ოჯახური“ ექსპორტს აფართოებს
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი - „ოჯახური“ ექსპორტს აფართოებს

ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი - „ოჯახური“ ექსპორტს აფართოებს

სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო არეალს აფართოებს და წელს პროდუქტს საფრანგეთში გაიტანს. ამის შესახებ BM.GE-ს, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სალომე ნეფარიძემ განუცხადა.

კომპანია ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და 90 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

"ოჯახურის" წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიის წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთი გადის.

„საახალწლოდ, კომპანიის წარმოებული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში გავიტანეთ, ასევე ამერიკაში რამდენიმე საექსპორტო აქტივობა განვახორციელეთ. რამდენიმე კვირაში კი, ჩვენი სანელებლები საფრანგეთში უნდა გავიდეს, თავდაპირველად მცირე მოცულობებით.

საფრანგეთში ექსპორტისთვის მზადება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ეტიკეტირების ნაწილია დაწყებული. 90 დასახელების პროდუქტიდან, 21 სახეობა სწორედ საფრანგეთში გავა, რომელიც მოსინჯვის ეტაპს გაივლის. თითო სახეობა 300-500 ცალამდე იგზავნება.

გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ ბაზრებზე საუბრისგან თავს ვიკავებთ“, - აცხადებს ნეფარიძე.

მისივე ცნობით, კომპანიამ ასორტიმენტში ახალი პროდუქტებიც დაამატა, მათ შორის წითელი, მწვანე და ყვითელი ტყემალი, ასევე სიახლეებია სანელებლებშიც. ადგილობრივ ბაზარს ხინკლის სანელებელი დაემატა, რომელიც რეალიზაციაში ახლახან ჩაეშვა, ამასთან წარმოებაში დაემატა როზმარინი, ხახვის ფანტელი, რძის ფხვნილი.

აღსანიშნავია, რომ სუნელების მწარმოებელი კომპანია ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024" იღებდა მონაწილეობას. ნეფარიძის თქმით, აღნიშნული გამოფენა, რომელიც გამოფენა-გაყიდვის ფორმატით იყო წარმოდგენილი, გაყიდვების კუთხით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მზარდი ტენდენცია კი, ცნობადობის ზრდიდან გამომდინარე წლიდან წლამდე ფიქსირდება. 

ცნობისთვის, კომპანია „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების საწარმო 13 წელია ბაზარზეა და ამჟამად 90-მდე დასახელების სუნელს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აწარმოებს მარინადებს, სოუსებსა და ჯემებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

arrow