„ოჯახურმა“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავისა და სოფელი სკრის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოს საქმიანობას, დაეთვალიერებინათ სივრცე და მონაწილეობა მიეღოთ წარმოების პროცესში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის გამოცდილების, ცოდნისა და ემოციების გაზიარება.