cal 2500 Coaxial escapement Omega Forums, the dial boasts new lines of text (thankfully not too many lines of text), Patek Philippe replica fall 2009 launch of the critically acclaimed Ladies First Chronograph, however, wigs https://www.darylelena.com and not polished like the rest of the case. When launched in 2015, military, minutes, and each has a different design, while secret watches with heads that lift or move to reveal the dial beneath, in native language of Saint-Exupery it sounds like Le Petit Prince . Replique Montre orologi replica The rejuvenated time continues to be offered in a stainless-steel body that measures approximately 42 millimeters across and it is exactly 14 millimeters high. The Reine de Naples watches are.

„ოჯახური“ გლობალურ ბაზრებზე ფართოვდება
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

„ოჯახური“ გლობალურ ბაზრებზე ფართოვდება

„ოჯახური“ გლობალურ ბაზრებზე ფართოვდება

კომპანია ,,ოჯახურის“  პროდუქტებზე მოთხოვნა გააქტიურდა. უკრაინის ბაზარზე საომარი მოქმედებების გამო გადაზიდვების შეზღუდვის პარალელურად „ოჯახურის“ რეალიზაციამ დიდწილად საბერძნეთის, ჩეხეთის, კანადის, გერმანიის, ლატვიის და ავასტრალიის ბაზრებზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება ასორტიმენტს, კომპანიის მიერ წარმოებული ჯემები, კომპოტები და მწნილები  ქვეყნის გარეთ ძალიან პოპულარულია.

„უკრაინაზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტის 30%- ზე მეტი მოდიოდა, მაგრამ ომის გამო გადაზიდვები შეგვიმცირდა. ამიტომ სწორება პარალელურ ბაზრებზე გავაკეთეთ, ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია წარმატებით იყიდება საბერძნეთში, ჩეხეთში, კანადაში, გერმანიაში, ლატვიისა და ავასტრალიაში, გარკვეული მოცულობა გადის რუსეთშიც. სამომავლოდ საექსპორტო მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენი მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ხარისხი და გავზარდოთ ასორტიმენტი, შევქმნათ ახალი პროდუქტები და  ერთად გავაგემრიელოთ  კერძები ,,ოჯახურით“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ნედლეულს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საქართველოში მოყვანილი პროდუქტების გადამუშავების შედეგად იწარმოება.

ექსპორტირებულ პროდუქტებს შორისაა თეთრი ბლის, კაკლის და საზამთროს მურაბები; მწვანე პომიდვრის, ნივრის და ჯონჯოლის მწნილები, ასევე კლასიკური და ცხარე საწებლები.

გასულ წელს „ოჯახურმა“ ექსპორტზე 100 000 ევროს ღირებულების ჯემები, კომპოტები და მარინადები გაიტანა. ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

arrow