ინგრედიენტები
1 კგ გარჩეული ყურძენი
500 გრ შაქარი
200 მლ წყალი
1 ს/კ ლიმონმჟავა
პიტნა
მომზადება
ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი სრულად გაიხსნება.
ჩაყარეთ ყურძენი და „ოჯახურის“ პიტნა, ფრთხილად აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
როგორც კი ადუღდება, გამორთეთ ცეცხლი და გააცივეთ. ადუღება–გაცივების ციკლი გაიმეორეთ სამჯერ — ასე მარცვლები შეინარჩუნებს ფორმას და სიროფი არომატს.
თუ შენახვას გეგმავთ, ცხელი მურაბა ჩაასხით სტერილურ ქილებში, მჭიდროდ დახურეთ და ქილები გადააყირავეთ სრულად გაცივებამდე.
გემრიელად მიირთვით! 🌿