დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

„ოჯახურის“ გაყიდვები 2026 წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა

„ოჯახურის“ გაყიდვები 2026 წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა

„ოჯახური“ ქართული სანელებლების კომპანიაა, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას აერთიანებს. 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ქეთი ბარნაბიშვილი ესაუბრა.

„2026 წლის პირველი კვარტალი „ოჯახურისთვის“ სტაბილურობის შენარჩუნებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების ძიებით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია მაღალია, მოთხოვნა ნატურალურ და ხარისხიან პროდუქციაზე მზარდია, რაც ჩვენს საქმიანობაზე პოზიტიურად აისახა.

2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 13%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა იანვარსა და მარტში.

ამ პერიოდში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია. პირველ რიგში, მომხმარებლის მხრიდან გაიზარდა ინტერესი მზა სანელებლების ნაზავების მიმართ, რომლებიც ამარტივებს კერძის მომზადების პროცესს და უზრუნველყოფს სტაბილურ გემოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის დროის დაზოგვა და გამოყენების სიმარტივე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ამასთან, შენარჩუნებულია მზარდი მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

პარალელურად, კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროდუქციის განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით, რაც მომავალ პერიოდშიც ზრდის პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის “, - აცხადებს ქეთი ბარნაბიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ოჯახური“ 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

arrow