დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

„ოჯახურმა“ სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე მომხმარებლებთან ერთად აღნიშნა

„ოჯახურმა“ სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე მომხმარებლებთან ერთად აღნიშნა

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება უვნებელი სურსათის მნიშვნელობასა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში მის მნიშვნელოვან როლზე. წლევანდელი გზავნილი იყოგამოწვევებიდან გადაწყვეტილებებამდეუვნებელი სურსათი ყველასთვის.

ამ დღის აღსანიშნავად ილიას ბაღში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით აქტივობებში, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, დასწრებოდნენ ცნობილი შეფ-მზარეულების კულინარიულ მასტერკლასებსა და დაეგემოვნებინათ ქართული პროდუქცია.

ოჯახურიმომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ოჯახურმაც, რომელმაც სტუმრებს საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი წარუდგინა. გამოფენა-გაყიდვის სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ჩვენს სანელებლებს, მზა საკმაზებს, სოუსებსა და სხვა ქართულ პროდუქტებს.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მომხმარებლებთან პირისპირ შეხვედრა, მათი შთაბეჭდილებების მოსმენა და იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც წლების განმავლობაში ნდობას უცხადებენოჯახურს“. ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მომხმარებლის სიყვარული და ერთგულება ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ხარისხი, რომელიც გვაერთიანებს

ოჯახურისმთავარი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ავთენტური ქართული პროდუქცია, რომელიც ყოველდღიურ კერძებს განსაკუთრებულ გემოს სძენს.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა ხარისხის, წარმოების სტანდარტებისა და მომხმარებლის ნდობის მიმართ. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნებაოჯახურისსაქმიანობა უკვე მრავალი წელია.

მადლობას ვუხდით ყველა სტუმარს, რომელ ილიას ბაღში გვესტუმრა, გაგვიზიარა თბილი სიტყვები და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული გემო ნამდვილად გვაერთიანებს.

 

arrow