დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

ოჯახური საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს

ოჯახური საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს

საწარმო ამ ეტაპზე მოლაპარაკებას სომხეთთან აწარმოებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ქართული ქსელური მარკეტი გაიხსნა. სწორედ ამ მარკეტში  განიხილება საქართველოში წარმოებული სუნელების შეტანა. 

„წლიდან წლამდე იზრდება ქართულ სუნელებზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი სანელებლები და სხვა ნაწარმი 10-მდე ქვეყანაში გადის, მათ შორის არის გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი.

ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე  ჯანსაღი და ნატურალური ნედლეულის მოპოვებაა“

კომპანია ნედლეულის ნაწილს ადგილობრივად იძენს, ნაწილი კი იმპორტით შემოაქვს. 

ქსელურ მარკეტებში „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. 

„ოჯახურის“ პროდუქცია ლაბორატორიულად ყველა მაჩვენებელზე მუდმივად მოწმდება.

ცნობისთვის, კომპანია „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების საწარმო 13 წელია ბაზარზეა და ამჟამად 90-მდე დასახელების სუნელს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია  აქტიურად აწარმოებს  მარინადებს, სოუსებსა და ჯემებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. 

 

arrow