ქართული სუნელების ბრენდი „ოჯახური“ ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა. კომპანიას პარტნიორობის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი უკვე გადაეცა.
UN Global Compact-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ „ოჯახური“ იღებს პასუხისმგებლობას 10 საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის მიმართ, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებებს, შრომის სტანდარტებს, გარემოს დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლას.
„ჩვენთვის ეს მხოლოდ სტატუსი არ არის, ეს არის ვალდებულება, ვიყოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესი და წარვმართოთ კომპანიის ზრდა სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ დასაწყისია ბრენდის საერთაშორისო მასშტაბის გაფართოების პროცესში.
ცნობისთვის, „ოჯახური“ ერთ-ერთი პირველი ქართული სუნელების ბრენდია, რომელიც მსგავსი სახის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა.
„კომპანიისთვის ეს პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა მხოლოდ მდგრადობის კუთხით, არამედ ქვეყნის ბიზნეს სექტორის გლობალურ რუკაზე პოზიციონირების თვალსაზრისითაც.
წევრობის ფარგლებში „ოჯახური“ იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად წარადგინოს პროგრესის ანგარიში და გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური მიზნებისთვის“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
კომპანიამ სტატუსის მინიჭების შემდეგ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და პასუხისმგებელი ბიზნესპრაქტიკების გაძლიერებას. მათ შორის: