დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

„ოჯახური“ წარმოების ზრდას და საექსპორტო არეალის გაფართოებას აპირებს

„ოჯახური“ წარმოების ზრდას და საექსპორტო არეალის გაფართოებას აპირებს

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, სუნელების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც განიხილავს.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და PR მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განუცხადა, „ოჯახურის“ სუნელებზე მზარდი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე უცხოეთიდან, რასაც კომპანიაში ადეკვატურად პასუხობენ და წარმოების გაზრდას გეგმავენ.

„როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე, ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ქართულ და ნატურალურ პროდუქციაზე. საერთაშორისო ბაზარი დიდ პოტენციალს წარმოადგენს, ამიტომ ვგეგმავთ ახალი დანადგარების შეძენას, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ გაზარდოს წარმოების მასშტაბები და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ადგილობრივი ბაზრის შემთხვევაში, ჩვენი პრიორიტეტია სტაბილურობა და გაყიდვების მინიმუმ 10% - ით ზრდა ", -  აღნიშნა სალომე ნეფარიძემ.

ამჟამად, "ოჯახური" თანამშრომლობს რამდენიმე საექსპორტო ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან,  საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. კომპანია უკვე 15 წელია ოპერირებს ბაზარზე და ეტაპობრივად აფართოებს ექსპორტს “, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

რაც შეეხება 2024 წელს, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გასული წელი იყო ინტენსიური, გამოწვევებით სავსე და წარმატებული.

„2024 წელი შრომატევადი იყო, თუმცა ნაყოფიერი. მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ერთ-ერთი ჩვენი წამოწყება, რომელიც 2024 წელს დავიწყეთ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ უნდა გავაგრძელოთ, არის თანამშრომლობა "გლოვოსთან". რამდენიმე თვიანი კამპანია ჩავუშვით, რაც მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქციის შეძენას ონლაინ სივრცეში მეტად კომფორტულს ხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სუნელები ხელმისაწვდომია ყველა მსხვილ თუ მცირე ქსელურ მარკეტში, ონლაინ შეძენის დამატებითი შესაძლებლობა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. წელს ვგეგმავთ სხვა ონლაინ მარკეტებისა და Delivery სერვისების დატესტვასაც ", - აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, "ოჯახური" აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში. 2024 წელს ფრანკფურტში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში კომპანიის მიერ უსასყიდლოდ გაიგზავნა "ოჯახურის" პროდუქცია, რითაც ხელი შეეწყო ბრენდის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის, რეპუტაციის კიდევ უფრო გაძლიერებას. პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად საქვემოქმედო მიზნებს მოხმარდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში "ოჯახურმა" ბაზარს პრემიუმ ხარისხის შებოლილი სუნელები შესთავაზა. ახალი პროდუქტების ხაზში შედის შებოლილი პომიდორი, შებოლილი ქინძი, შებოლილი ხახვის ფანტელი და შებოლილი პაპრიკა, რომელთა შეძენაც დღეისათვის "გუდვილსა" და "ფრესკოს" ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი.

arrow